განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი,გავეცანით სტანდარტებს და ვისწავლეთ როგორ გადმოვიტანოთ ესგ პროექტის გეგმის შაბლონზე, ასევე ვისწავლეთ ზედმეტი პოსტების წაშლა და კომენტარების გაგზავნა ერთმანეთისათვის.დიდი მადლობა,ასეთი საინტერესო დღისათვის ქ. ლალი!
Sunday, September 27, 2015
პროექტის სასწავლო მიზნები
.მოსწავლეები შეძლებენ: 1. მოიძიონ ინფორმაცია გამოჩენილი კლასიკოსების შესახებ 2.ჩაატარონ კვლევა სკოლაში,მუსიკალური ჟანრების მიხედვით,ვის რა სტილის მუსიკა იზიდავს? 3. გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა 4. შეაგროვონ და დაახარისხონ აღებული მონაცემები.5. გაანალიზონ და .გაამახვილონ ყურადღება კლასიკური მუსიკის მნიშვნელობაზე.
Saturday, September 26, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დავწერეთ პროექტის იდეა, ვისწავლეთ ,დიზაინის შეცვლა ბლოგზე, ახალი პოსტების შექმნა და ახალი გვერდების გახსნა.
პროექტის იდეა
კლასიკური მუსიკა და თანამედროვე ცხოვრება
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმ ეპოქის შესახებ, რომელ ეპოქაშიც მოღვაწეობდნენ უდიდესი კლასიკოსი კომპოზიტორები, რომლებიც ვენის კლასიკოსების სახელით არიან ცნობილნი.ესენია.:ჰაიდნი,მოცარტი და ბეთჰოვენი.
მოსწავლეები სკოლაში ჩაატარებენ გამოკითხვას მუსიკალური ჟანრების მიხედვით, ვის რა სტილის მუსიკა იზიდავს და რატომ?, ყურადღებას გაამახვილებენ კლასიკური მუსიკის მნიშვნელობაზე.მოძიებულ ინფორმაციას, გაუკეთებენ სინთეზს,ანალიზს,დაუკავშირებენ დღევანდელ ცხოვრებას, თუ როგორ გამოიყენებენ კლასიკურ მუსიკას თანამედროვე ცხოვრებაში.და გააკეთებენ პრეზენტაციას. ჩაატარებენ ღონისძიებას.
Subscribe to:
Posts (Atom)